უკრაინამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა

0
253

უკრაინის რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად ცნო და დაგმო ჩეჩენი ხალხის გენოციდი – ინფორმაციას რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს:

“მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პუტინი ძალიან დიდი ხანია ცდილობს ჩეჩენი ხალხის დამონებას, თავისი გალეიტერი კადიროვი დააყენა და ახლა ჩეჩნებს უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებს. ეს არის რუსეთის ტიპური იმპერიალისტური პოლიტიკა სხვა ერებთან მიმართებაში.

რუსეთი უნდა იყოს დეკოლონიზებული, იჩქერია კი თავისუფალი. მანამდე მე წარვადგინე საბჭოს დადგენილება იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. აუცილებელია ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ საბოლოოდ ბოლო მოეღოს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას.” წერს უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო.

წინა სტატიაესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის კანდიდატებზე შეთანხმდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური