მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 2 თანამშრომელი გაიტაცეს

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 2 თანამშრომელი გაიტაცეს

Published on

“ენერგოატომი” აცხადებს, რომ რუსმა დამპყრობლებმა კვლავ გაიტაცეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები. უწყების ცნობით, 17 ოქტომბერს დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ქარხნის ორი მუშა.

საუბარია ატომური ელექტროსადგურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელ ოლეგ კოსტიუკოვზე და ქარხნის გენერალური დირექტორის ოლეგ ოშეკის თანაშემწეზე.

“ენერგოატომი” ამბობს, რომ არაფერია ცნობილი მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ.

კომპანიამ მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსს და მსოფლიო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო ზომა ZNPP-ის მუშაკების ტყვეობიდან გასათავისუფლებლად და მათი სამსახურში დაბრუნების ხელშეწყობისთვის.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...