მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ რუსეთ-უკრაინის ომის 237-ე დღის ბოლოს - შემაჯამებელი

რა უნდა ვიცოდეთ რუსეთ-უკრაინის ომის 237-ე დღის ბოლოს – შემაჯამებელი

Published on

რუსეთი მასობრივად აგრძელებს უკრაინის ქალაქების ტერორიზებას კამიკაძე-დრონებით. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ამ დრონები 80%-ს ანადგურებს, მაგრამ ასეთი ტემპით, შესაძლოა, ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგი მალე გაიხარჯოს და რუსეთმა უკრაინაში უკვე საავიაციო შეფრენები დაიწყოს. 

უკრაინელაბმა და რუსებმა ტყვეები მორიგ ჯერზე, პრინციპით “ყველა-ყველაზე” გაცვალეს: მშობლიურ გარემოს 108 ტყვე უკრაინელი ქალი დაუბრუნდა. 

4 ადამიანი დაიღუპა კიევში, კამიკაძე-დრონების მასობრივი შეტევის დროს – ერთი დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა და აფეთქდა. დაიღუპა ორი ოჯახური წყვილი: მეომრის დედ-მამა და ცოლ-ქმარი, რომელიც შვილს ელოდებოდა სამ თვეში. ის მეომარი
წინახაზიდან ახალჩამოსული იყო, რამდენიმე დღით გამოუშვეს, რომ სული მოეთქვა და დედ-მამისთვის დაეხედა, დრონის დაცემის მომენტში ეზოში იყო ჩასული და ამიტომ გადარჩა… რაც შეეხება მეორე წყვილს, – ნანგრეევებში ერთმანეთს ჩახუტებული ბოგდანი, 6 თვის ორსული ვიქტორია და ფისო იპოვეს…

კრასნოდარის მხარეში რუსული სუ-34 ჩამოვარდა და საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. რუსეთის ქალაქი ეისკი ტაგანროგის ყურის მარიუპოლის საპირისპირო მხარეს მდებარე ქალაქია, აეროდრომი აქვს და ხშირად დაფრინავენ იქედან უკრაინისკენ საბრძოლო მოიერიშეები და გამანადფგურებლები.

ჩამოვარდნილი SU-34 თავიდან ყველას უკრაინისკენ მიმავალი ეგონა, მაგრამ სავარაუდოდ, ასე არ არის და ეს უფრო სასწავლო ფრენა იყო. როგორც ჩანს, იმ აფეთქებებიდან გამომდინარე, რაც მოხდა, თვითმფრინავზე დიდი მუხტის მქონე ბომბი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგ სახლისგან არაფერი დარჩებოდა. თუმცა, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის პრობლემების შესაქმნელად ეს საკმარისი აღმოჩნდა: საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც დაეცა, ხანძარი გაჩნდა, მათ შორის, სადარბაზოებიც იწვოდა, იქ მცხოვრები ადამიანები გარეთ გასვლას ვერ ახერხებდნენ, ზოგი გადმოხტა, ზოგმა ალი ჩაყლაპა, ზოგი კვამლით გაიგუდა – სულ 6 ადამიანი დაიღუპა, რუსი პილოტები კი კატაპულტირებით გადარჩნენ.

ღამის საათებში უკრაინელთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა და ჰაერ-ჰაერი კლასის რაკეტებით შეიარაღებულმა გამანადგურებელმა ავიაციამ ოკუპანტების 8 Shahed-136-ის ტიპის კამიკაძე დრონი და 2 ერთეული Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინელთა უზუსტესი საარტილერიო დარტყმების შედეგად:

მელიტოპოლში დაჭრილია 40-ზე მეტი ოკუპანტი,

ბერდიანსკში განადგურებულია საბრძოლო მასალების საწყობი,

დასახლებულ პუნქტ ვოსკრესენსკაში დაჭრილია 30 ოკუპანტი,

ვასილევკაში 25 ოკუპანტი დაჭრეს.

“მოკლული ოკუპანტების რაოდენობას რუსული მხარე მალავს, მაგრამ ვაზუსტებთ”, – აცხადებს მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...