მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტში დღეს გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით განხილვა იწყება

პარლამენტში დღეს გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით განხილვა იწყება

Published on

პარლამენტში დღეს გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით განხილვა იწყება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე ერთ საათში დაიწყება.

პროექტს დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს რომ ,,ქართულ ოცნებას” საკუთარი კანონპროექტის გასატანად რესურსი არ ეყოფა და ოპოზიციის დახმარება დასჭირდება.

მოსალოდნელია, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ხელისუფლების ოპონენტების გარკვეულმა ნაწილმა საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს მხარი დაუჭიროს და პირველივე მოსმენით დაამტკიცოს.

,,ტვ პირველის” ინფორმაციით, გენპროკურორის არჩევის წესს მხარს უჭერს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა”, ასევე ,,ლელო”, ,,გირჩი” და გახარიას გუნდი., თუმცა, არიან მოწინააღმდეგებიც.

პროკურორის არჩევის საკითხი იყო მოლაპარაკების თემა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სხვა საკონსტიტუციო ცვლილებასთან ერთად, რაც ეხებოდა საარჩევნო ბარიერს. ეს იყო შეთანხმების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

როცა ,,ოცნებამ” ეს ორი საკითხი გაყო ერთმანეთისაგან, დაარღვია პირობები, მას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სრულ მხარდაჭერას მიიღებს ოპოზიციისგან. – აცხადებს ხათუნა სამნიძე, ,,რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია ,,სტრატეგია აღმაშენებელს”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, აცხადებს, რომ შეიკრიბებიან, გაეცნობიან კოლეგების არგუმენტებს და გადაწყვეტილებას მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...