მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს

Published on

მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი? – მესამე პრეზიდენტის ტოქსიკოლოგირი ანალიზის პასუხი პარასკევს გაირკვევა.

სააკაშვილის კვლევაზე ამ მიმართულებით ამერიკელი ნევროლოგი მუშაობს. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია.

ამასთან, დაცვის მხარე უცოელი ექსპერტების საბოლოო დასკვნას ელოდება. დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, მიმართავენ თუ არა ადვოკატები სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით.

სხვადასხვა ექსპერტები, ამერიკელები აგრძელებენ მუშაობას. საბოლოო ჯამში, ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი ამ დოკუმენტების ასახვას ჰპოვებს თავის საექსპერტო დასკვნაში”- თქვა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, თუ ექსპერტები დაადასტირებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია, ისინი შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმ ომადგენლებთანაც გამართავენ. დასკვნა გადაეგზავნებათ “ქართული ოცნების” წევრებსაც.

ამასთან, ხვალ საზღვრის კვეთის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესია დაგეგმილი. უფლედამცველი მოსამართლეს მოუწოდებს, რომ ის “ვივა-მედში” არ მოვიდეს, რადგან მესამე პრეზიდენტს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არ შეუძლია:

თავშივე ვაცხადებ, რომ ხვალ არ ატყდეს ამბები, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სააკაშვილს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეები”- თქვა ადვოკატმა.

სიახლეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის...

ელენე ხოშტარია-პირობას ვაძლევ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს ვიზამ

"ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება...

ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები-დაუთი

საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო, უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური...

ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომელმაც მსოფლიოს ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ამცნო,...