უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი წალენჯიხაში, მშობლიურ სახლში გადაასვენეს

0
274

უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი სამეგრელოში, წალენჯიხაში, მშობლიურ სახლში გადაასვენეს. ქართველ მებრძოლს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

პროფესიონალი სამხედრო უკრაინის არმიაში 2104 წლიდან მსახურობდა, იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. ის 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.

ის უკვე მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში პუტინის ომს ემსხვერპლა.

წინა სტატიაუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია, სამშობლოში ჩამოასვენეს
შემდეგი სტატიათბილისის მერიასთან კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური