მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს არ არის სილამაზის შეჯიბრი, შეჯიბრი არსებობს ჩვენ თავთან - ზურაბიშვილი EU-ს...

ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი, შეჯიბრი არსებობს ჩვენ თავთან – ზურაბიშვილი EU-ს 12 რეკომენდაციაზე

Published on

“სწორი არის, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ჩვენც ამის იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი, შეჯიბრი თუ არსებობს, არსებობს ჩვენ თავთან. ჩვენ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის რეფორმები და რეკომენდაციები რაც ჩვენ გვეხება. ჩვენ შემთხვევაში 12 რეკომენდაციაა და ეს არის გამოწვევა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად შევასრულებთ, რა სისწრაფით, რა ეროვნული თანხმობით შევასრულებთ და არა ცალ -ცალკე და ერთი მეორეს წინააღმდეგ. ამ გზაზე, თუ რამდენად შევძლებთ და შევასრულებთ, ამითი იქნება განსაზღვრული ჩვენი ევროპული მომავალი, ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ თავთან გვაქვს ეს გამოწვევა და არავისთან შედარებები არაფერს არ გვაძლევს გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ერთმანეთის და უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მკაფიოდ, იმიტომ რომ სოლიდარობა არის ჩვენი ნაბიჯი რუსეთის ქმედებებზე.”

განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...