ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისში დაგეგმილი უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღეს აღარ გაიმართება

0
253

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისში დაგეგმილი უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღეს აღარ გაიმართება.

რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად ხალხი კვირას, 18 ოქტომბერს, 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება.

“ვაკის პარკში მომხდარი საზარელი ტრაგედიის გამო, მიგვაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი 14 ოოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარება, ვუსამძიმრებთ დაღუპული ოჯახისწევრებს. უკრაინის დამცველთა პატივსაცემი აქცია კი კვირას, თავისუფლების მოედანზე 18:00-ზე გაიმართება. ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა პატივი მივაგოთ, უკრაინის დამცველებს და გამოვხატოთ მადლიერება მათ მიმართ”, – ამბობს აქციის ორგანიზატორი კატერინა კოზაკი.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ორი ბავშვი, რომლებიც კლინიკაში რჩებიან.

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

წინა სტატიაოკუპანტებმა უკრაინაში 423 ბავშვი მოკლეს
შემდეგი სტატიაპოლიტიკოსების მხრიდან ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს! – ლომჯარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური