მთავარისიახლეებიმსოფლიოუფაში პილოტს სამობილიზაციო უწყება თვითმფრინავში ჩააბარეს - რეისი გადაიდო (ვიდეო)

უფაში პილოტს სამობილიზაციო უწყება თვითმფრინავში ჩააბარეს – რეისი გადაიდო (ვიდეო)

Published on

რუსეთში მობილიზაციასთან დაკავშირებული სკანდალური შემთხვევები გრძელდება. ამჯერად მორიგი კაზუსი უფაში მოხდა, სადაც აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მეორე პილოტს მობილიზაციის უწყება სამხედრო კომისარიატიდან პირდაპირ კაბინაში ჩააბარეს, რის გამოც რეისი გადაიდო. 

საქმე ის გახლავთ, რომ პილოტმა გაწვევის უწყება უფრო ადრე მიიღო, მაგრამ სამხედრო კომისარიატში არ გამოცხადდა, ამის შემდეგ კი კომისარიატის წარმომადგენლები პირდაპირ კაბინაში დაადგნენ. რადგან მობილიზებულებს ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება, რეისი გადაიდო. თვითმფრინავი ანტალიაში მიფრინავდა. 

მგზავრებს სალონში მეგაფონით მიმართეს: “მეორე პილოტის მობილიზაციისა და ქვეყნიდან მისი გასვლის აკრძალვის გამო, რეისი გადადებულია, გთხოვთ, დატოვოთ ლაინერის სალონი…” 

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...