მთავარისიახლეებისაზოგადოებაუარის თქმის საფუძველი არსებობს -ბრეგაძე სააკაშვილის გადაცემაზე

უარის თქმის საფუძველი არსებობს -ბრეგაძე სააკაშვილის გადაცემაზე

Published on

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, თუ უკრაინის მხირდან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე ოფიციალური მოთხოვნა ოფიციალურად შემოვა, უარის თქმის საფუძველი არსებობს. ამ თემაზე მან “იმედის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს აქვს სურვილი, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი მკურნალობის მიზნით გადაუვადდეს, სასამართლოს უნდა მიმართონ.

“როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვეა უარის თმის საერთაშორისო შეთანხმებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში პირის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის უარის საფუძველი”, – თქვა ბრეგაძემ.

მისივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეში “აბსოლუტურად არაფერი კეთდება პოლიტიკური ნიშნით”.

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...