კალაძის ადგილას გადავდგებოდი – ნიკა მელია

0
278

ენმ-ს ლიდერი თვლის, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე დედაქალაქის მერმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ნიკა მელიას თქმით, ის რაც დღეს მოხდა კორუფციის შედეგია:

“მიჭირს ამ საკითხზე საუბარი, ნებისმიერი მშობელი შეიძლება ყოფილიყო იმ ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მშობლების ადგილზე. სოლიდარობასაც კი ვერ გრძნობ ხელისუფლებისგან. მაგრამ, უნდა ვისწავლოთ და ავაღებინოთ პასუხისმგებლობა. არა ინფრასტრუქტურული, არა სამეურნეო, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მიხვდეს კალაძე.

გადავდგებოდი [მერი რომ ვყოფილიყავი], მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა. რაღაცას ხომ აქვს საზღვარი? კორუფციის შედეგია ეს ყველაფერი, კორუფცია კლავს, კორუფციაა მოწიკწიკე ბომბი ყველა გარემოში, ყველა ერთი შეხედვით უსაფრთხო ადგილას. კორუფცია ამას გულისხმობს, ხარისხი რომ კლებულობს, ფულს რომ იპარავს ეს ხალხი

კალაძე უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უნდა აიღოს ტვირთად. არ გამოვა რიგითი პროექტის განმახორციელებელზე ჯოხის გადატეხვა” ამბობს ნიკა მელია

შეგახსენებთ, ვაკის პარკის შადრევანში, 3 მოზარდს დენმა დაარტყა. ერთი მათგანი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ორი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

წინა სტატიარეაბილიტირებული ვაკის პარკი, სადაც 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, გუშინ გაიხსნა
შემდეგი სტატიავინ ჩაატარა რეაბილიტაცია, ვინ ჩაიბარა, ვინ შეამოწმა ვაკის პარკის შადრევნის აუზი – დეტალები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური