ინფორმაცია, რომ ტროტილი, ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად, რუსეთში საქართველოდან შეიტანეს, სპეკულაციაა – დეგნანი

0
185

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად, რუსეთში 23 ტონამდე ტროტილი საქართველოდან შეიტანეს, სპეკულაციას უწოდებს, თუმცა ამასთანავე აღნიშნავს, რომ დაზუსტებით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

“რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ 23 ტონამდე ტროტილი ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად, რუსეთში საქართველოდან შეიტანეს, სპეკულაციაა. ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან წლებია და ვუზრუნველყოფთ მათ აღჭურვილობით, სწავლებებით, რომ დაიცვან სახელმწიფო საზღვრები და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ”. – ამბობს დეგნანი.

წინა სტატიამიკოლაევში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი ააფეთქეს
შემდეგი სტატიამაკრონი – საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და იარაღს უახლოეს მომავალში მიაწვდის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური