მთავარისიახლეებიმსოფლიოინფორმაცია "პიატნაშკას" მიერ ქართველი მებრძოლების განადგურებაზე ფეიკია - იცოდე და მოუყევი

ინფორმაცია “პიატნაშკას” მიერ ქართველი მებრძოლების განადგურებაზე ფეიკია – იცოდე და მოუყევი

Published on

12 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, აფხაზური და ზოგიერთი რუსული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ავდეევკის მიმართულებაზე აფხაზური “პიატნაშკას” წევრებმა რამდენიმე ქართველი მებრძოლი მოკლეს.

გავრცელდა ვიდეოც (რომლის ტირაჟირებასაც არ ვახდენთ), სადაც აფხაზი ბოევიკები ცუდი მონადირის ტყუილების სტილში ჰყვება, როგორ ესროლა ფანჯრიდან ყუმბარმტყორცნის ჭურვი “ქართველებით სავსე მანქანას”.

გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, ავდეევკის მიმართულებაზე (რომელსაც აფხაზი ბოევიკი ასახელებს), მსგავსი არაფერი მომხდარა. ქართველი მებრძოლების მხრიდან რაიმე დანაკარგის ან მძიმე ჭრილობის მიღების დადასტურება არ არსებობს. ბოლო დანაკარგი ბიჭებმა და საქართველომ ედიშერ კვარაცხელიას სახით მიიღო, რომელიც ბახმუტთან დაეცა გმირულად. ასე რომ, აფხაზური და რუსული არხების ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შიდა აუდიტორიის გულის მოსაგებადაა გათვლილი.

სინამდვილეში თავად “პიატნაშკას” მეთაური ახრა ავიძბა, რომელიც სექტემბრის ბოლოს “დატყდა” დონეცკიდან და სოხუმში იყო ჩასული, ახლა მოსკოვშია და დნრ-ში დაბრუნებას დიდად არ ჩქარობს.

თუმცა, ამის მიუხედავად, ოკუპირებული აფხაზეთიდან დონეცკში მაინც ჩავიდა ბოევიკთა ახალი ჯგუფი, რომელიც, პოზიცეებზე გასვლამდე, კამერის წინ პოზირებით იყო დაკავებული. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....