მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოძიებისთვის თვალყურის მიდევნების თხოვნით საელჩოს მივმართავთ - გია ხარჩილავა

გამოძიებისთვის თვალყურის მიდევნების თხოვნით საელჩოს მივმართავთ – გია ხარჩილავა

Published on

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, კუთვნილი ავტომობილის დაწვის საქმეზე დამატებით ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

როგორც ხარჩილავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით, მას ამ დრომდე არ შეხმიანებია არცერთი მაღალჩინოსანი მმართველი პარტიიდან.

გია ხარჩილავას ინფორმაციით, საქმის მსვლელობისთვის თვალყურის მიდევნებას ასევე ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოსაც სთხოვს.

“დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება მიზანშეწონილად ჩავთვალეთ. ხანძრის მსგავსი მასალების გამოკვლევა ერთ-ერთი რთული სფეროა, ამასთან, ხელისუფლების რეაგირება, როდესაც არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ან კოლეგა ან გუბერნია არ ეხმაურება ამ ფაქტს, სულ თავისით, რომ დამწვარიყო ეს მანქანა, რასაც გამოვრიცხავ, შეხმიანებას წინ რა ედგა, ან ადამიანურ სოლიდარობას და კოლეგიალობას. საფრთხის წინ იდგა მთელი უბანი, რადგან ბენზინის ავზი სავსე იყო და საფრთხე ემუქრებოდა მოსახლეობასაც. შეფასებაზე არ მაქვს საუბარი, შეიძლება გამოძიებამდე შეფასებისგან თავი შეიკავოს ადამიანმა, მაგრამ როცა ვხედავ სრულ სიჩუმეს, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნაწილი გამოძიებაშიც გადაინაცვლებს და ამიტომ ჩავთვალე, რომ საჭიროა დამატებითი ექსპერტიზა.

გუშინ ჩვენ სამხარაულის ექსპერტიზას უკვე მივმართეთ და დღეს გამოძიებისთვის თვალყურის მიდევნების თხოვნით ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს მივმართავთ. თანამდებობა ყველა წარმავლია, ყველა უნდა ფიქრობდეს, რომ ხელისუფლებები იცვლებიან და ადამიანური ურთიერთობისთვის სივრცეები უნდა დავტოვოთ. ადამიანურ მოკითხვაში და სოლიდარობაში პოლიტიკური კონიუნქტურა არ უნდა მუშაობდეს”,- განაცხადა გია ხარჩილავამ.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...