ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელია, თავდასხმები დეგნანზე, შემაშფოთებელი – კოლასი “ხალხის ძალაზე”

0
192

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი აცხადებს, რომ “ხალხის ძალის” მიერ გაკეთებული “ძალიან მტრული, ძალიან აგრესიული ანტიდასავლური ნარატივი ზიანს აყენებს საქართველოს”. მისი თქმით, ის რასაც დეპუტატები ე.წ. მეორე ფრონტთან დაკავშირებით ამბობენ, ტყუილია.

“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში კოლასი ამბობს, რომ თავდასხმები ამერიკის ელჩ კელი დეგნანზე, ძალიან შემაშფოთებელია.

“ვფიქრობ, არ მინდა ამაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება. რასაც მძაფრად შევიგრძნობ არის ის, რომ ეს ძალიან მტრული, ძალიან აგრესიული ანტიდასავლური ნარატივი ზიანს აყენებს საქართველოს და მის ინტერესებს. ის ძალიან ხშირად აბსურდულად არაზუსტი და მცდარია. რასაც ე.წ მეორე ფრონტთან დაკავშირებით ამბობენ, აბსოლუტური ტყუილია. ასეთი რამის გაკეთების მოთხოვნა არასდროს ყოფილა. ბევრი განცხადება არაზუსტია და ზოგადად, ეს ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელია. მიმაჩნია, რომ თავდასხმები ამერიკის ელჩ კელი დეგნანზე, რომელიც არის ჩემი მეგობარი და ადამიანი, ვისთანაც მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა, ძალიან შემაშფოთებელია. როგორც უკვე გითხარით, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს, რომ რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც დაიწყო და დინამიური გახდა ამ ზაფხულიდან მოყოლებული და რომელსაც დადებითად ვაფასებ, საფრთხის ქვეშ არ დადგეს პრობლემური ნარატივებითა და ნეგატიური ამბებით”, – თქვა კოლასმა “ინტერპრესნიუსთან”.

მისი თქმით, არ სურს განცხადებების გაკეთება იმაზე, თუ ვინ რას აკეთებს და ვინ ვის უკან დგას, მაგრამ, როდესაც ამას უყურებს შეშფოთებულია.

წინა სტატიაკრემლი ისევ ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს 2 მოქალაქე მონაწილეობდა
შემდეგი სტატია“ვაშინგტონში საქართველოსგან ნაკლები თანამშრომლობის სურვილს ხედავენ”- ლო,ჯარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური