მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინასთან რუსეთის გამარჯვება NATO-ს დამარცხება იქნება - სტოლტენბერგი

უკრაინასთან რუსეთის გამარჯვება NATO-ს დამარცხება იქნება – სტოლტენბერგი

Published on

„რუსეთის გამარჯვება უკრაინასთან ომში ნატოს დამარცხება იქნება, ამის დაშვება არ შეიძლება“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა არის სისუსტის გამოვლინება, რაც გამოწვეულია იმით, რომ რუსები ბრძოლის ველზე წინ ვერ მიიწევენ.

იენს სტოლტენბერგს, ტრადიციისამებრ, დიმიტრი მედვედევმა უპასუხა, მანამდე კი აშშ-საც გადასწვდა:

მისი თქმით, უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება კონფლიქტის მსოფლიო ომამდე ესკალაციას დააჩქარებს.

მისივე თქმით, დასავლეთის ხელმძღვანელობამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამდე „გონივრულად უნდა იფიქროს“.

„უსწრაფესი გზა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისთვის მსოფლიო ომის შეუქცევად შედეგებამდე არის კიევისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება.

ნატოს ხელმძღვანელობასა და ამერიკას ვურჩევ, გონივრულად იფიქრონ და შეაფასონ არსებული რისკები“, – აცხადებს მედვედევი.

ჩეხეთი უკრაინას 30 ერთეულ T-72M4CZ-ს ტიპის ტანკს უგზავნის

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...