მთავარისიახლეებიპუტინი რაციონალური აქტორია, რომელმაც უკრაინაში შეჭრა არასწორად გათვალა, ეგონა, ხელგაშლილი დახვდებოდნენ -...

პუტინი რაციონალური აქტორია, რომელმაც უკრაინაში შეჭრა არასწორად გათვალა, ეგონა, ხელგაშლილი დახვდებოდნენ – ბაიდენი

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა CNN-ის ჟურნალისტს ჯეიკ ტუპერს და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და რისკებზე ისაუბრა.

მას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “რაციონალური აქტორია”, რომელმაც, მიუხედავად ამისა, ცუდად შეაფასა უკრაინაში შეჭრის საფრთხები მისთვის.

ბაიდენის განმარტებით, კრემლის ლიდერს არასწორად სჯეროდა, რომ უკრაინელები რუსეთის შეჭრას დაემორჩილებოდნენ. ასევე, ბაიდენი თვლის, რომ პუტინი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს არ გამოიყენებს და ამბობს რომ მის მუქარებს დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს.

“ვფიქრობ, რომ ის რაციონალური აქტორია, რომელმაც საგრძნობლად არასწორად გათვალა. პუტინს ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ. რომ კიევი იყო “დედა რუსეთის” სახლი, სადაც მიიღებდნენ. მან უბრალოდ არასწორად გათვალა. არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს. უპასუხისმგებლოა მისი მხრიდან ამაზე საუბარი, მისი მოქმედებები კი სისასტიკეა. ვფიქრობ, მან ჩაიდინა სამხედრო დანაშაულებები და ვერ ვხედავ მასთან შეხვედრის აზრს. არ შეიძლება, დაუსჯელად განაგრძოს საუბარი ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე. შეცდომები დაშვებულია და არასწორი გათვლა შეიძლება, მოხდეს. არავის შეუძლია, დარწმუნებით იცოდეს რა მოხდება და შეიძლება, არმაგედონიც დასრულდეს. როგორი იქნება აშშ-ის პასუხი თუ პურინი შეასრულებს ბირთვულ მუქარას? – იყო ამაზე საუბარი. მაგრამ არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება იმაზე საუბარი, თუ რას გავაკეთებდი ან რა არ გავაკეთებდი”,- თქვა ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ომის დანაშაული ჩაიდინა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...