მთავარისიახლეებისაზოგადოებამესაზღვრეები ირწმუნებიან, რომ ტროტილით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს

მესაზღვრეები ირწმუნებიან, რომ ტროტილით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს

Published on

22 ტონა ტროტილით დატვირთული სატვირთო ავტომობილს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს. ამის შესახებ მსაზღვრეები “ტვ პირველთან” აცხადებენ. მათი განმარტებით, აღნიშნული ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან საზღვარი სკანერებით არის აღჭურვილი და ასაფეთქებელი მოწყობილობის გატარებიშ შემთხვევაში იქ მინიმუმ განგაშის სიგნალი ჩაირთვებოდა.

არ არსებობს მაგის ალბათობა, შეუძლებელია რომ გაიაროს, – ამბობს მესაზღვრე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დღეს დილით გამოაქვეყნა.

“ეფესბეს” მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით, ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...