წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას თქმით, გვიან ღამით მისი მანქანის დაწვა მუქარას უკავშირდება. მისივე თქმით, მერია არ აპირებს ის პოლიტიკა შეცვალოს, რასაც მისი არჩევის შემდეგ ატარებს.
“დილის 4-ის ნახევარზე ჩემი ავტომობილი, პირადი ავტომობილი ეს, რითაც გადავადგილდები იწოდა. ბავშვმა ხმა გაიგო, რაღაცის გასკდომის მსგავსი, შემდეგ დავრეკეთ 112-ში მოვიდა სამაშველო სამსახური, მანქანა დამწვარია ბოლომდე. აქ არის ისეთი კვალი, ფოტოზე ჩანს, რომელიც ცეცხლის გაჩენის მექანიზმს განსაზღვრავს, ეს მაძლევს წინასწარი დასკვნის უფლებას, რომ ადამიანმა გააკეთა, თვითონ მანქანა იყო გამართული, 100%-ით გამართული ავტომობილი გახლდათ. ფაქტია, რომ ძალიან არიან გაღიზიანებული ჩემი საქმიანობით, რეფორმებით, მიდგომებით. მუქარა, აქტი რომელიც მუქარას შეიცვას, მე იმას გეტყვით, რომ მერია თავის პოლიტიკას არ შეიცვლის”, – თქვა გია ხარჩილავამ.