პოლონურმა ოპერატორმა PERN-მა აღმოაჩინა გაჟონვა დრუჟბას ერთ მილსადენში, რომელიც ნავთობს რუსეთიდან ევროპაში ატარებს. გაჟონვა სამშაბათს საღამოს მოხდა.
PERN-ის თქმით, ამ ეტაპზე გაჟონვის მიზეზები უცნობია. ის აღმოჩენილია მილის მონაკვეთზე, პოლონეთის ქალაქ პლოკიდან 70 კილომეტრში.
დრუჟბას ნავთობსადენი, რომლის სახელი რუსულად ნიშნავს “მეგობრობას”, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც რუსული ნავთობით ამარაგებს ცენტრალური ევროპის დიდ ნაწილს, მათ შორის გერმანიას, პოლონეთს, ბელორუსიას, უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს და ავსტრიას.
რუსულმა Transneft-მა განაცხადა, რომ ნავთობის მიწოდება გრძელდება პოლონეთის მიმართულებით და რომ “პერნს” ჯერ არ უთქვამს რამდენ ხანს დასჭირდება რემონტს.