მთავარისიახლეებისაზოგადოება"დანაშაულის ადგილზე წაკიდების კვალია" - გია ხარჩილავა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

“დანაშაულის ადგილზე წაკიდების კვალია” – გია ხარჩილავა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

Published on

წალენჯიხის მერი გამოძიების კითხვებს პასუხობს – გია ხარჩილავა პოლიციის სამმართველოში განმეორებით გამოკითხვაზე იმყოფება. 12 საათის შემდეგ პირველად მიმდინარეობს მისი ოფიციალური გამოკითხვა.

გია ხარჩილავა მომხდარს მის პოლიტიურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ის მაინც გაასაჯაროებს ფაქტებს, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ კორუფციულ საქმეებს უკავშირდება.

სავარაუდო დამანაშავეები პოლიციას ჯერ არ დაუკავებია. გრძელდება თვითმხილველების გამოკითხვები.

“დანაშაულის ადგილზე – ჩემი მოსაზრებით, ეს არის ადამიანის მიერ ჩადენილი, რადგან ადგილზე იხატება როგორ მოხდა ყველაფერი – არის კვალი წაკიდების, მთელი მექანიზმი როგორ მოხდა. ეს უკავშირდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს იმიტომ, რომ მკაცრად მივყვებით რეფომების კურსს და ანტიკორუფციულ კურსს, ვსწავლობთ როგორ მუშაობდა “ქართული ოცნება”,- ამბობს ხარჩილავა.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ გამოძიება მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანების მიმართულებით არ უნდა მიმდინარეობდეს და უწყებებმა ოპოზიციონერ მერზე ტერორისა და სამსახურებრივ საქმიანობაში ხელშეშლის მიმართულებითაც უნდა იმუშაონ. “სახელმწიფო მოხელე თუ არ არის სახელმწიფოში დაცული, იქ ჩვეულებრივი ადამიანი თავს დაცულად არ გრძნობს”,- ამბობს პარტია “ლელოს” წევრი, თამარ ბელქანია.

გია ხარჩილავას მანქანა მისსასვე სახლის წინ გამთენიისას დაწვეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაწმვარი მანქანა კი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. “მთავარი არხის” ინფორმაციით, გზის მეორე ნაპირიდან დიდი რაოდენობით საწვავის კვალია, ხოლო რამდენიმე მეტრში აღმოჩენილია ბოთლი, რომელიც სამართალდამცველებმა ექსპერტიზაზე წაიღეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ფეხით გადაადგილდებოდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.

სიახლეები

რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურს განმეორებით დაარტყა – დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30 ოქტომბრის ღამეს უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე განმეორებითი იერიში მიიტანეს....

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა დაკავეს

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა, რომელსაც სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გუშინ დააკავეს....

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...