მთავარისიახლეებისაზოგადოებაზელენსკი: ბრძოლის ველს მტრისთვის უფრო მტკივნეულს გავხდით, გჯეროდეთ უკრაინის გამარჯვების

ზელენსკი: ბრძოლის ველს მტრისთვის უფრო მტკივნეულს გავხდით, გჯეროდეთ უკრაინის გამარჯვების

Published on

ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება აღდგენით სამუშაოები. ყველა ობიექტს, რომელიც დღეს რუსი ტერორისტების მიერ დაზიანდა, ჩვენ აღვადგენთ. ეს მხოლოდ დროის საკითხია. 84 რუსული რაკეტიდან, რომელიც უკრაინის მიმართულებით ისროლეს, 43 ჩამოვაგდეთ. 24 უპილოტო საფრენიდან 13 განადგურდა. ამის მერეც, ყოველ 10 წუთში მომდის შეტყობინებები ირანული შაჰიდების (კამიკაძე დრონები) ჩამოგდების შესახებ. ამიტომ დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გაითვალისწინეთ საჰაერო განგაშებიც. საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა ჩვენ – ვიბრძვით. მადლობას ვუხდი ჩვენ საჰაერო ძალებს და სახმელეთო ჯარებს, რომლებიც დღეს ამოქმედდნენ. უკრაინის დაშინება შეუძლებელია! მხოლოდ უფრო მეტი გაერთიანება. უკრაინის შეჩერება შეუძლებელია! მხოლოდ უფრო მეტად [ჩვენი] დარწმუნება, რომ ტერორისტები უნდა გავანეიტრალოთ. უკვე ახლა ოკუპანტებს არ შეუძლიათ რამე საპირისპირო დაგვიყენონ ბრძოლის ველზე, ამიტომაც მიმართავენ ასეთ ტერორს. რა გაეწყობა, გავხდით ბრძოლის ველს უფრო მტკივნეულს მტრისთვის. და აღვადგენთ ყველაფერს, რაც განადგურდა. გჯეროდეთ თქვენი თავის, უკრაინის, ქვეყნის შეიარაღებული ძალების და ჩვენი გამარჯვების! დიდება უკრაინას!

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...