მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინელებს სვატოვოსგან 20 კმ აშორებთ - ISW

უკრაინელებს სვატოვოსგან 20 კმ აშორებთ – ISW

Published on

ISW აქვეყნებს მონაცემებს უკრაინის ფრონტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, მათგან ყველაზე ცხელ – აღმოსავლეთის მიმართულებაზე, სადაც ღამის განმავლობაში ოკუპანტებს ნაწილობრივი წარმატება ჰქონდათ, დილისთვის  სიტუაცია შეცვლილია უკრაინელთა სასარგებლოდ. 

დავიწყოთ იმით, რომ რუსული და, ზოგიერთი დამოუკიდებელი წყაროს ცნობით, დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმართულებაზე რუსების სპეციალური ოპერაციის ჯგუფებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და უკრაინელებს დაატოვებინეს დასახლებული პუნქტები – ტერნი, ტორსკოე და ნოვოსადოვე. საბედნიეროდ, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. 

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, ZSU აგრძელებს ლუგანსკის ოლქის დასავლეთიდან მდ. ოსკოლის აღმოსავლეთით დაწყებულ შეტევებს სვატოვოსა და კრემენნას (კრემენნაია) მიმართულებით. ოსკოლი-კრემენნას ხაზზე გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი. აშშ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტების მონაცემებით, უკრაინელები სვატოვოს დასავლეთ მისადგომებიდან 20 კმ-ში არიან.

ოკუპანტები თავდაცვისთვის ემზადებიან – თავს უყრიან ძალებს, ცდილობენ შექმნან დაცვის ხაზი ლისიჩანსკიდან სევერსკი დონეცის გასწვრივ, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით. ისინი ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს სანგრების თხრას აიძულებენ, აქტიურად ნაღმავენ ტერიტორიას. ექსპერტები არ ადასტურებენ რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტერნი, ტორსკოე და ნოვოსადოვე უკრაინელებმა დათმეს.

სწრაფი და ოპერატიული, მიმდინარე ინფორმაციის მისაღებად კი თვალყური ადევნეთ “ოდიშინიუსის” ტელეგრამ არხს. 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...