მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს გადასცემს

აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს გადასცემს

Published on

შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებნა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს და საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილეს.

„მქონდა ნაყოფიერი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. განხილვის მთავარი თემა საჰაერო თავდაცვა იყო. ახლა ეს ნომერ პირველი პრიორიტეტია თავდაცვის სფეროში ჩვენს თანამშრომლობაში. ამერიკის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის „დიდი შვიდეულის“ მკაცრი პოზიციისა და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხში“, – წერს ზელენსკი.

პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლიც ავრცელებს.

“ჯო ბაიდენმა დაგმო რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინაში, მათ შორის კიევში. პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინისთვის იმ მხარდაჭერის აღმოჩენას, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემები“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...