მთავარისიახლეებისაზოგადოებაანტიამერიკული პროპაგანდა ქართველი ხალხის არჩევანს ეწინააღდმდეგება - USAD-ის დირექტორი

ანტიამერიკული პროპაგანდა ქართველი ხალხის არჩევანს ეწინააღდმდეგება – USAD-ის დირექტორი

Published on

“ანტიამერიკული პროპაგანდა ქართველი ხალხის არჩევანს ეწინააღდმდეგება”-ხელისუფლების ანტიდასვლურ პროპაგანდას” USAD-ის ახალი დირექტორი “სივილ ჯისთან” ინტერვიუში ეხმაურება. ჯონ პენელი “ქართული ოცნების” პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ორგანიზაბული თავდასხმა ამერიკის ელჩზე და სტრატეგიულ პარტნორებზე მეტ პოლარიზაციას იწვევს და ქვეყნას ევროკავშირს აშორებს.

ჯონ პენელს რამდენიმე დღის წინ შეხვედრა შალვა პაპუაშვილთანაც ჰქონდა. საკანონმდებლო ორგანოში დახურულ შეხვედრაზე სავარაუდოდ, საუბარი აღნიშნულ თემებზეც იყო.

იმ ფონზე, როდესაც აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 30 წლისთავი აღინიშნება, ჩვენი ელჩი რეგიონებში განხორციელებული ვიზიტების დროს კვლავაც ისმენს საქართველოს მოსახლეობისგან დასავლური კურსის მხარდამჭერ განცხადებებს. ამრიგად, ცალკეული დეპუტატების განცხადებები და ამერიკის როლის ეჭვქვეშ დაყენება ეწინააღმდეგება იმას, რასაც ვისმენთ და მსგავსი განცხადებები, სამწუხაროდ, საზოგადოების მეტ პოლარიზაციას იწვევს. ჩვენი თანამშრომლობის მეშვეობით ჩვენ დავეხმარეთ ახალი სასწავლო პროგრამის შექმნას დაწყებითი სკოლებისთვის. ასევე, დავეხმარეთ მოსამართლეთა გადამზადებას, ხელი შევუწყვეთ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, დავეხმარტეთ ფერმერებსა და სხვა მეწარმეებს, რათა ევროკავშირში ექსპორტის სტანდარტები დააკმაყოფილონ. შესრულებული სამუშოაბს შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომიას, თუმცა სამწუხაროა, რომ ის მუდმივი თავდასხმების სამიზნეა. ჩვენ აქ რეალურად იმიტომ ვართ, რომ ქართველ ხალხს დავეხმაროთ და გვესმის, რომ მათაც სურთ ჩვენი პარტნიორობა, – განაცხადა პენელმა.

გავლენიანი ორგანიზაციის დირექტორი ხელისუფლებას გაფრთხილებასაც აძლევს. პენელი ამბობს, რომ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას და სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს დასავლეთი აქტიურად აკვირდება.

რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატს, რამდენიმე ძალიან კარგი კომუნიკაცია მქონდა სახალხო დამცველთან და მის გუნდთან და სინი ნადმვილად ძალიან დამოუკიდებელ ორგანიზაციას წარმოადგენენ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხელისუფლება რეაგირებას ახდენეს ადამიანის უფლებებზე. მათ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს სხვადასხვა საქმეებზე რეაგირებით კუთხით და ცდილობენ, რომ ეს უფრო ოპერატიულად და სწრაფად გააკეთონ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს და ის, ვისაც აირჩევენ, იყოს მაღალკვალიფიციური და არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა მხარისთვის მისაღები პიროვნება. ეს ის თემაა, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს, განსაკუთრებით ევროკავშირში, ვინაიდან ეს არის მოთხოვნა ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და 12 სხვადასხვა რეკომენდაციის შესასრულებლად, – თქვა გავლენიანი ორგანიზაციის დირექტორმა.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...