ზელენსკი: დღეს მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე

0
268

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე.

“დღეს მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს. არამარტო ბრძოლის ველზე, არამედ მშვიდობიან ქალაქებშიც. მშვიდობას ამოფარებული ქვეყანა საუბრობს მის ჭეშმარიტ, სისხლიან და დანაშაულებრივ არსსა და მიზანზე. ნამდვილი მშვიდობის ყველა წინადადებას კი სარაკეტო დარტყმებით პასუხობენ.

ეს ყველაფერი უბრალოდ ამტკიცებს, რომ მთელი ჩვენი მიწის გათავისუფლება არის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთი საფუძველი ყველა უკრაინელისათვის,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.

დედაქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

წინა სტატია“ომის კანონების უგულებელყოფას არავინ გაპატიებთ” – არესტოვიჩი ოკუპანტებს
შემდეგი სტატიალიბერთის ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური