მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინის 1.300-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

უკრაინის 1.300-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

Published on

რუსეთ-უკრაინის ომის 229-ე დღე ყველაზე რთული აღმოჩნდა უკრაინისთვის, 24 თებერვლის შემდეგ – უკრაინის ქალაქები და სოფლები რუსული სარაკეტო ტერორის სამიზნე გახდა. 

ამ დროისთვის უკრაინის 1.300-ზე მეტი ქალაქი და დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ცნობილი ხდება სარაკეტო იერიშის შესახებ ახალი მონაცემებიც: სარაკეტო იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 97-მა ჭრილობები მიიღო.

ამავე დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მასობრივი სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა, მაგრამ დაამატა, რომ საშიშროება ჯერაც არ არის გადავლილი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ზალების უმაღლესმა მთავარსარდალმა საღამოს ვიდეომიმართვა კიევის ცენტრში, იერიშის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის ფონზე ჩაწერა. 

მთავარი თეზიდები, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გააჟღერა, ასე გამოიყურება:

ოკუპანტებმა მასირებული სარაკეტო დარტყმები განახორციელეს უკრაინის მასშტაბით, საშიშროება ჯერაც არსებობს;

უკრაინისკენ გამოშვებული 84 რაკეტიდან 43 გაუვნებელყოფილია. 24 რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან კი 13 ჩამოვაგდეთ;

ამ წუთებშიც ვღებულობ შეტყობინებას სხვადასხვა ადგილას “შაჰიდების” ჩამოგდების შესახებ;

მთელი უკრაინის მასშტაბით ახლა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოცემა Forbes-მა კი გამოთვალა, რა დაუჯდა რუსეთს უკრაინაზე მასირებული შეტევა: გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა შუადღისთვის უკრაინის მიმართულებით $400-700 მილიონის რაკეტები გაისროლა. დეტალურად კი ეს ყველაფერი ასე გამოიყურება:

რაკეტა Х-101 – $13 მლნ, «Калибр» – $6,5 მლნ, «Искандер» – $3 მლნ, «Оникс» – $1,25 მლნ, Х-22 – $1 მლნ, «Точка-У» – $0,3 მლნ. ასევე, 10 ოქტომბერს გაშვებული დრონების საერთო ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია.

ეს იყო მოკლედ ყველაფერი, რითაც 10 ოქტომბერს ვაჯამებთ. სწრაფი და ოპერატიული, მიმდინარე ინფორმაციის მისაღებად კი თვალყური ადევნეთ “ოდიშინიუსის” ტელეგრამ არხს. 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...