საქართველოში რუსული სანქცირებული საწვავი შემოდის – ,,ანტიკორუფციული მოძრაობა”

0
267

საქართველოში რუსული სანქცირებული პროდუქცია შემოდის – ამის შესახებ ცნობებს ,,ანტიკორუფციული მოძრაობა” ავრცელებს.

არასამტავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ოკუპანტი სახელწმიფოდან 81 ათასი ტონა ბენზინი სახმელეთო გზით, რკინიგზით საშუალებით, შემოვიდა, ხოლო შემომტანი, მათი მტკიცებით, სანქცირებული რუსული ნავთობგიგანტი ,,როსნეფტია”.

დღეს პირველად ვხდით საჯაროს დოკუმენტს, მატერიალურ მტკიცებულებას, თუ როგორ ახდენს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური რუსული სანქცირებული პროდუქციის გატარებას, მიღებას.

სწორედ ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ საქართველოში შემოდის რუსული სანქცირებული კომპანია ,,როსნეფტის” პროდუქცია. მიმღები ორგანიზაცია გახლავთ ,,პეტროლიუმ ჯორჯია” და ივანე ნაკაიძე.

მივმართავთ ფინანსთა სამინისტროს რეაგირებისთვის. ასევე, დოკუმენტაციას გავუგზავნით საერთაშორისო სანქციების ჯგუფს, ევროკავშირის უფლებამოსილ ორგანოებს, რათა მოხდეს რეაგირება – აცხადებს ორგანიზაციის წევრი, ლაშა ფარულავა.

წინა სტატიალიბერთის ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება [Video]
შემდეგი სტატიალაიენი: პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური