მთავარისიახლეები"ექიმები სააკაშვილს აშინებდნენ, რომ რუსთავის ციხეში გადაიყვანდნენ"

“ექიმები სააკაშვილს აშინებდნენ, რომ რუსთავის ციხეში გადაიყვანდნენ”

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდნტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, “პირველებთან” სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “ვივამედის” ექიმები მიხეილ სააკაშვილს ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ, ეუბნებიან, რომ თუ ადვოკატები ბევრს ილაპარაკებენ, რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ექიმების მხრიდან სააკაშვილის დაბულინგების რამდენიმე შემთხვევა იყო. აშინებდნენ, რომ გადაიყვანდნენ რუსთავში”- აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

ამასთან, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე “ვივა-მედიდან” კადრებს გამოითხოვს, რომელიც მტკიცებულების სახით სტრასბურგის სასამართლოში გადაიგზავნება.

ამ კადრებში კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება, ან თუ გადაადგილდება საყრდენის მეშვეობით. ამ ყველაფრის გაგზავნას ვაპირებთ სტრასბურგში, თუ რა დაემართა დინამიკაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებას”- დასძინა მან.

შალვა ხაჭაპურიძემ პოლიტიკოსებსაც მიმართა, რომ პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

არ უნდა დაავიწყდეთ მათ, რომ საქმე უნდა დაეწეროს მოსამართლეს, რომელიც არ უნდა აღმოჩნდეს პოლიტიკოსების ზეგავლენის ქვეშ. ყველას მოვუწოდებ, განცხადებებში იყვნან ძალიან ფრთხილები. დღეიდან სააკაშვილის შესახებ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება 1 საათში გადაიგზავნება სტასბურგში”- აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...