“ჩვენც გვყავს შვილები, ბავშვები სკოლაში ვერ დაგვყავს” – ხობში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

0
238

ხობის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის ახალ დასახლებაში მცხოვრები ოჯახები, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთმა მოქალაქემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, უამინდობის დროს წყლით დაფარული გზა, რომლის სავალი ნაწილის სრულად აღქმა შეუძლებელია. მისივე თქმით, მშობლებს ბავშვები სკოლაში ვერ დაჰყავთ, რადგან მანქანები აღნიშნულ გზაზე ვერ შემოდიან.

როგორც ლიკა ბახტაძე განმარტავს, მოსახლეობა უკვე ერთი წელია ადგილობრივი ხელისუფლებისგან უშედეგო, ცრუ დაპირებებს ისმენს. წინასაარჩევნო დაპირებებს შორის, ეს ერთ-ერთი იყო, რომელიც მოქმედ მერს, დავით ბუკიას გამარჯვების შემდეგ უნდა შეესრულებინა.

https://www.facebook.com/100018660692948/videos/507108617932313/

წინა სტატიაზელენსკა: რუსების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა
შემდეგი სტატიასოლიდარობა მოძმე უკრაინელ ხალხს – აქცია პარლამენტთან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური