მთავარისიახლეებიმსოფლიო"საიდუმლო დივერსიის შედევრი" - BBC-მ ყირიმის ხიდის ვერსიებზე ექსპერტები გამოკითხა

“საიდუმლო დივერსიის შედევრი” – BBC-მ ყირიმის ხიდის ვერსიებზე ექსპერტები გამოკითხა

Published on

ბრიტანეთის არმიის გადამდგარი ექსპერტი ასაფეთქებელი ნივთიერებების საკითხებში ყირიმის ხიდის აფეთქებას “საიდუმლო დივერსიის შედევრს” უწოდებს. 

“ხიდის სავალ ნაწილზე დაზიაანებების, ღრმულების არარსებობა იმაზე მიანიშნებს, რომ საავიაციო იარაღი არ გამოყენებულა”, – აცხადებს გადამდგარი ექსპერტი BBC-სთან საუბარში. მისი აზრით, აფეთქების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო “ხიდს ქვემოდან განხორცილებული შეტევა”. ის ვარაუდობს, რომ აფეთქება საავტომობილო ხიდსა და სარკინიგზო ნაწილზე, პრაქტიკულად, ერთდროულად იყო პროვოცირებული კოდირებული რადიომართვის მეშვეობით. 

ავსტრალიის არმიის გადამდგარმა გენერალმა მიკ რაიანმა კი “ტვიტერზე” დაწერა, რომ ხიდის ამგვარი ჩანგრევა მხოლოდ ძალიან დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიძლებოდა გამოეწვია. დაახლოებით იმდენს, რამდენსაც რამდენიმე ადამიანიც კი ვერ მოერეოდა, რათა ეტარებინა. ამას გარდა, საჭირო იქნებოდა კარგად მოფიქრებული აფეთქების გეგმა, რადგან რკინა-ბეტონის ხიდები ყველაზე მდგრადი ხიდებია. “რამდენიმე სატვირთოს ან რაკეტას/ბომბს შეეძლო ამ შედეგისთვის მიეღწია, თუკი მათ ზუსტად მიმართავდნენ ხიდის საჭირო მონაკვეთებზე”, –  დარწმუნებულია რაიანი. 

ბიბისი წერს, რომ ხიდის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებულია სტაციონარული ინსპექციური დასათვალიერებელი რადიოტექნიკური კომპლექსი СТ-6035, მანქანების დათვალიერებას კი ტრანსპორტის სამინისტროს საუწყებო დაცვის სამმართველო აწარმოებს, რომელმაც ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ ყირიმის ხიდის დაცვა მიმდინარეობდა გეგმიურ რეჟიმში. ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ ხიდის დაცვის პრეროგატივა ამ უწყებას და როსგვარდიას ჩამოერთვა და ფსბ-ს გადაეცა. 

შეგახსენებთ, ოფიციალური (რუსული) ცვერსიით, ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომანქანა აფეთქდა, რომელიც კრასნოდარიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე მიდიოდა. სავარაუდოდ, იქ ასაფეთქებელი ნივთირებები იყო განთავსებული და მოწყობილობა დამონტაჟებული. არ გამორიცხავენ წყალქვეშა დივერსიასაც. 

ყველაფერი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე – რა ვიცით ამ დროისთვის

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...