რუსული მასობრივი სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა ზაპოროჟიე – ღამის ორ საათზე დაწყებული დაბომბვები გამთენიამდე გაგრძელდა. ამ დროის მონაცემებით, ცნობილია 17 დაღუპულის შესეხებ, ერს რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს – მაშველები ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ გადარჩენილებს.
რუსუ8ლი მხარე აცხადებს, რომ ზაპოროჟიეში იერიში მიიტანეს უკრაინის საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე, რაც რეალობას არ ასახავს, რადგან გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის რამდენიმე სადარბაზო პირადპირ ჩამოიშალა.
რუსული იერიშის შედეგად, ზაპოროჟიეში 5 სახლი დაინგრა, 40-ზე მეტი კი დაზიანდა. შეგახსენებთ, ზაპოროჟიის ნაწილი ოკუპირებულია – მის სამხრეთ ნაწილს, მელიტოპოლისა და ზაპოროჟიის აეს-ის ჩათვლით, რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.
ბრიტანეთის არმიის გადამდგარი ექსპერტი ასაფეთქებელი ნივთიერებების საკითხებში ყირიმის ხიდის აფეთქებას “საიდუმლო დივერსიის შედევრს” უწოდებს.
“ხიდის სავალ ნაწილზე დაზიაანებების, ღრმულების არარსებობა იმაზე მიანიშნებს, რომ საავიაციო იარაღი არ გამოყენებულა”, – აცხადებს გადამდგარი ექსპერტი BBC-სთან საუბარში. მისი აზრით, აფეთქების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო “ხიდს ქვემოდან განხორცილებული შეტევა”. ის ვარაუდობს, რომ აფეთქება საავტომობილო ხიდსა და სარკინიგზო ნაწილზე, პრაქტიკულად, ერთდროულად იყო პროვოცირებული კოდირებული რადიომართვის მეშვეობით.
1991 წელს კაპიტანი სუროვიკინი მეთაურობდა მე-2 გვარდიული ტამანის მოტომსროლელი დივიზიის ბატალიონს, რომელიც მონაწილეობდა „მოსკოვში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში“ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის ბრძანებით. აქციის დროს სამი აქტივისტი დაიღუპა. თვითმხილველის თქმით, სუროვიკინმა პირველ მსხვერპლს შუბლში ესროლა. კაპიტანმა 7 თვე გაატარა „მატროსოვის ციხეში“, მაგრამ საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა. წიგნში “ჩეჩნეთის საერთაშორისო ტრიბუნალი” ნათქვამია, რომ სუროვიკინი სავარაუდოდ პასუხისმგებელია მრავალრიცხოვან სამხედრო დანაშაულებზე.
ბრიტანეთის გაზეთ Telegraph-ის ცნობით უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია ახალი M30A1-ის ტიპის Gps-ით მართვადი რაკეტა გამოჩნდა. თუ აქამდე გამოყენებული რაკეტა ანადგურებდა კომუნიკაციის საშუალებებს, იარაღის საწყობებს, სამეთაურო შტაბებს, ბენზინით სავსე ცისტერნებს, ახალი რაკეტა ცოცხალ ძალას + საბრძოლო ტექნიკას 1. 3 კვ/კმ-ზე ანადგურებს.
ZSU კი აგრძელებს წინსვლას ლუგანსკის ოლქში. გათავისუფლებულია დასახლება სტელმახოვკა, სვატოვომდე 20 კმ. დარჩა.
ერთი დღე-ღამის განმავლობაში, “სამხრეთის” სარდლობის მოანეცემებით, უკრაინის სარაკეტო-საარტილერიო ძალებმა 200-ზე მეტი საცეცხლე დავალება შეასრულეს, განადგურებულია:
83 ოკუპანტი,
4 ტანკი,
4 ჰაუბიცა «Мста-Б»,
2 ერთეული 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი,
7 ერთეული ჯავშანტექნიკა.
ასევე, განადგურებულია საბრძოლო მასალების სამი საწყობი ხერსონისა და ბერისლავის რაიონებში და ერთი სამეთაურო პუნქტი კახოვკაში.