მთავარისიახლეებიმსოფლიოგამოირთო თუ ახშობენ - რა სჭირს Starlink-ს უკრაინაში

გამოირთო თუ ახშობენ – რა სჭირს Starlink-ს უკრაინაში

Published on

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია SpaceX-მა უკრაინაში გამორთო სტარლინკის რამდენიმე თანამგზავრი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფმა რუსებმა არ დაამყარონ წვდომა ზემოხსენებულ Starlink-ის სატელიტიდან მიმღებ ინტერნეტის ტერმინალებზე. თანამგზავრიდან ინტერნეტ წვდომა გაითიშა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რამდენიმე დღის, კვირის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპაციისგან გაათავისუფლა.

აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე უკვე აქტიურად მუშაობენ უკრაინის შეიარაღებული ძალები და SpaceX-ი, რომლის შემდეგაც კავშირი აღდგება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია ზემოხსენებული მოვლენის შესახებ, რომლის ფონზეც გამოითქვა ვარაუდი, რომ უკრაინაში Starlink-ზე ხარვეზები რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა “Tirada-2S”-ის დამსახურებაა. აღნიშნული სისტემა თანამგზავრულ კავშირს ახშობს და ხარვეზებს უქმნის მათ მუშაობას.

ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა დაწერა, რომ ურთიერთმონაცემების გადაცვლის შემდეგ, Starlink-ის მუშაობა ისევ სრულფასოვანი გახდება. 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...