პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს – ჯო ბაიდენი

0
224

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ „კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ“ ყველაზე დიდ რისკს ქმნის.

„პირველად კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, გვაქვს პირდაპირი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ჩვენ არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ვმდგარვართ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს.

„პუტინი არ ხუმრობს, როცა საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი არმია, შეიძლება ითქვას, იმაზე საგრძნობლად ცუდად ასრულებს დავალებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის და აშშ-ის ოფიციალური პირები დიპლომატიურ გამოსავალს ეძებენ.

1962 წლის ოქტომბრის კუბის სარაკეტო კრიზისი იყო პირდაპირი და საშიში დაპირისპირება შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის დროს და მომენტი, როდესაც, კუბაში საბჭოთა რაკეტების არსებობის გამო, ისინი ბირთვულ კონფლიქტს ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ.

წინა სტატიადღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – ჩვენ გვსურს საქართველოს წინსვლა და წარმატება ევროკავშირის გზაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური