მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს - ჯო ბაიდენი

პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს – ჯო ბაიდენი

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ „კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ“ ყველაზე დიდ რისკს ქმნის.

„პირველად კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, გვაქვს პირდაპირი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ჩვენ არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ვმდგარვართ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს.

„პუტინი არ ხუმრობს, როცა საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი არმია, შეიძლება ითქვას, იმაზე საგრძნობლად ცუდად ასრულებს დავალებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის და აშშ-ის ოფიციალური პირები დიპლომატიურ გამოსავალს ეძებენ.

1962 წლის ოქტომბრის კუბის სარაკეტო კრიზისი იყო პირდაპირი და საშიში დაპირისპირება შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის დროს და მომენტი, როდესაც, კუბაში საბჭოთა რაკეტების არსებობის გამო, ისინი ბირთვულ კონფლიქტს ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ.

სიახლეები

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...