მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება არ მოხდება - კობახიძე

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება არ მოხდება – კობახიძე

Published on

უკრაინის სასამართლოს მოთხოვნაზე, რომელიც გამოძიებიდან გამომდინარე გამოკითხვის მიზნით მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გაყვანას გულისხმობს, “ქართული ოცნება” უარს აცხადებს. მმართველი პარტიის თავმდჯომარე პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის საზღვრებს გარეთ გაყვანა არ მოხდება.

ამასთან, ირაკლი კობახიძე უკრაინულ მხარეს ისევ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში ადანაშაულებს.

ვერცერთი ასეთი მოთხოვნა თუ რეკომენდაცია ვერ იქნება საფუძველი იმისათვის, რომ მოხდეს მისი ექსტრადაცია. საქართველოს აქვს თავისი იურისდიქცია. აქ იქნა უმძიმესი დანაშაულებები ჩადენილი და ადამიანი იხდის სასჯელს ამ უმძიმესი დანაშაულებებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი არ არის რელევანტური. შესაბამისი სახწლმწიფო უწყებები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურეობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის ხარისხს, სპეციფიკას. ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი სათანადო სამედიცინო მომსახურება და ამას აკეთებს სახელმწიფოს. ვიღაცეებს აინტრესებთ უკრიანის ხელისუფლებაში, ამას არც მალავენ, აინტერესებთ აქ ვითარების არევა, აინტერესებთ მეორე ფრონტი და რა თქმა უნდა, ამის გაგრძელება შეიძლება იყოს ის მოთხოვნაც, რომელიც უკავშირდება ექსტრადიციას, – თქვა კობახიძემ.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...