მთავარისიახლეებიუნდა გვესმოდეს, რომ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში ვართ, მიგრაცია რუსეთის შემდეგი იარაღია

უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში ვართ, მიგრაცია რუსეთის შემდეგი იარაღია

Published on

მე უფრო ვღელავ უკრაინელი ხალხის ტანჯვაზე, ვიდრე მათზე ვინც ახლა რუსეთიდან გარბის. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ასევე ვართ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს წინააღმდეგ იარაღად იყენებენ განსხვავებულ ელემენტებს: ენერგორესურსები უკვე ვნახეთ, მიგრაცია არის შემდეგი იარაღი.

ხალხი [რუსეთის მოქალაქეები] შეეცდება წავიდეს იმ რეგიონებში, სადაც უკვე ჰყავთ რუსული უმცირესობა. ესტონეთში 1922 წელს რუსული უმცირესობა შეადგენდა 3.2%-ს, ოკუპაციის დასრულების შემდეგ კი ის 30%-ზე მეტი იყო. თუ ეს ხალხი ჩამოვა ევროკავშირის წევრ ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც ესტონეთი და ლატვიაა, მაშინ უმცირესობა უბრალოდ გაიზრდება, რუსეთი კი იტყვის, რომ ისინი უნდა გაათავისუფლოს. ასე რომ, ეს ყველაფერი უფრო ფართო იმპერიალისტური სურათის ნაწილია.

განაცხადა ესტონეთის პრემიერ მინისტრმა კაია კალასმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში. ის პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ სამიტს ესწრება, რომლის მთავარი თემაც უკრაინაში პუტინის ომია.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...