მთავარისიახლეებიახლა ყველაფერი ორი სახელმწიფოს შორის უნდა გადაწყდეს - ადვოკატი სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე

ახლა ყველაფერი ორი სახელმწიფოს შორის უნდა გადაწყდეს – ადვოკატი სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე

Published on

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის უკრიანისთვის დროებით გადაცემის პროცედურას იწყებს.
ზელენსკის მთავრობა ვალდებულია აღასრულოს კიევის სასამართლოს გადაწყვეტილება.

უკრაიანის მთავრობამ ახლა დოკუმენტები რატი ბრეგაძის უწყებაში უნდა გადმოაგზავნოს და დაასახელოს ვადა, რა დროით ითხოვს სააკაშვილის კიევში საგამოძიებო მოქმედებებისთის გადაცემას.

სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ახლა ყველაფერი ორი სახელმწიფოს იუსტიციებს შორის უნდა გადაწყდეს.

როდესაც კონვენციაზე ხელისმომწერი ხდები, შესაბამისად გაქვს ამის ვალდებულება. თუმცა არის რაღაც საკითხები, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებით წყდება. ამიტომაც, ეს ორ სახელმწიფოს იუსტიციის მხარეებს შორის გადასაწყვეტი საკითხია. ფაქტი ერთია, რომ უკრაინამ მოითხოვა სააკაშვილის დროებით გადაცემა“. – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

სამართლებრივ ომში კი სააკაშვილის მდგომარეობა საათობრივად მძიმდება. ამ დრომდე შესვლას მესამე პრეზიდენტტთან ვერ ახერხებს საგანგებო მისიით საქართველოში ჩამოსული ნობელიანტი ექიმი.

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ახლა მათი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაუშვან ექიმი კობი, რადგან, ადვოკატის თქმით, დრო არ ითმენს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება.

„ვინაიდან სააკაშვილი ვერ დგება საწოლიდან და სხვადასხვა დაავადებები აწუხებს, მათ შორისაა ხერხემლის პრობლემა და ბატონი კობი ზუსტად ამ დარგის სპეციალისტი გახლავთ. შესაბამისად, დღეს ვთხოვთ „ვივამედის“ დირექტორს, იქნებ მისი მეშვეობით მოხერხდეს ექსპერტის შეშვება. ასევე ვთხოვთ სახალხო დამცველსაც“. – ამბობს ადვოკატი.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...