მთავარისიახლეებიპარტიის ფინანსები და ხარჯები - ენმ განცხადებას ავრცელებს

პარტიის ფინანსები და ხარჯები – ენმ განცხადებას ავრცელებს

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს – ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში, რომელსაც პარტია ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციების პასუხად ავრცელებს.

ენმ-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯებთან დაკავშირებით.

ენმ წერს, რომ ნიკა მელია სარგებლობს მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომლითა და მძღოლით და რომ მიმდინარე წელს, საზღვარგარეთ მან სამი ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა, რომლებიც პოლიტპატიმრების, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ინტერესებს ემსახურებოდა:

“ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს სიცრუეზე აგებულ კამპანიას, რომლის მიზანს, ერთის მხრივ წარმოადგენს ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა’’ და პარტიის ცალკეული ლიდერების დისკრედიტაცია, მეორეს მხრივ კი, ჩვენი თანამოქალაქეების, პარტიის ერთგული მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანას, ხელოვნურად დაპირისპირების გაჩენასა და მთავარი მიზნიდან გადახვევას.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს საზოგადოებას აცნობენ პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯებს. თავს ვალდებულებად ვთვლით, საზოგადოებას სიმართლე გავაცნოთ. პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. ხოლო, თანხა, რომელიც გადახდილია სოციალურ ქსელში კამპანიის საწარმოებლად, გაღებულია უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის პირადი ხარჯებიდან. საყურადღებოა ისიც, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტია არ სარგებლობდა ფასიანი სატელევიზიო რეკლამებით. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარტიის თავმჯდომარეზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ის რაიმე სახის ანაზღაურებას იღებს, არის სიცრუე. ნიკა მელია სარგებლობს მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომლითა და მძღოლით. აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, აუდიტის სამსახურის საიტზე, გაეცნოს მას, რაც დაადასტურებს ბოლო დღეებში გააქტიურებული კამპანიის სიყალბეს.
მიმდინარე წელს, პარტიის თავმჯდომარეს, საზღვარგარეთ, სამი ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა – ვილნიუსში, როტერდამსა და ბრიუსელში. აღნიშნული ვიზიტები ემსახურებოდა საქართველოს ინტერესების დაცვას, პოლიტპატიმრების – მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. ბრიუსელში აქტიური მუშაობის შემდეგ ევროპარლამენტის მიერ გამოიცა რეზოლუცია, რომელშიც ნათლად და მკაფიოდ იყო ნახსენები ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები, ასევე დეოლიგარქიზაცია. ნიკა მელია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის აგრესიის ადრესატ უკრაინაში, სადაც მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და უკრაინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის. უკრაინაში ენმ-ს წევრები შეხვდნენ და მოინახულეს ქართველი მებრძოლებიც. გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ზემოხსენებული ვიზიტების ხარჯები პარტიის მიერ არ იყო გაწეული.
სიცრუეზე აგებული მსგავსი ქმედებები აზიანებს არა მხოლოდ ცალკე აღებულ პარტიას ან რომელიმე ლიდერს, არამედ ჩვენს საერთო ბრძოლას და გვაშორებს ჩვენი ეროვნულ მიზანს.” ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...