ამ წუთებში კი კლინიკა ვივამედთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და თანაგუნდელები, ასევე ოჯახის წევრები იმყოფებიან, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ გასცემს შესაბამის ნებართვას ექიმი კობისთვის, რომ ის კლინიკა ვივა მედში შეუშვან და ექსპერტიზა ჩაატაროს.
ექიმი ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუარესებული და დამძიმებულია.
“როდესაც თვეების განმავლობაში ვსაუბრობდი, რომ პაციენტი არის მძიმედ, იგულისხმება, რომ მისი რისკი არის კიდევ უფრო მაღალი. რისკი გულისხმობს როგორც სიცოცხლის, ასევე ინვალიდიზაციის რისკს. ამჟამად, ბოლო ინციდენტების შემდეგ, როგორც ჩანს, დადგა ის მომენტი, როცა მისი მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა”, – ამბობს ოთარ თოიძე.