მთავარისიახლეებიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა

Published on

ევროკავშირმა საბოლოო თანხმობა მისცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტს, განაცხადა ბლოკის აღმასრულებელმა ორგანომ 5 ოქტომბერს.

ევროკავშირის მერვე სანქციების პაკეტი მიზნად ისახავს მოსკოვს ჩამოართვას მილიარდობით ევროს შემოსავლები იმ პროდუქტების გაყიდვიდან, რომლებიც მნიშვნელოვან შემოსავალს ქმნის რუსეთისთვის.

ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ პაკეტი აფართოებს შეზღუდული საგნების ჩამონათვლას, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ რუსეთის ფედერაციის სამხედრო და ტექნოლოგიურ გაფართოებას ან მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარებას.

ასევე, აფართოებს რუსეთიდან ფოლადისა და ფოლადის პროდუქტების იმპორტს, ხის მერქნისა და ქაღალდის იმპორტს, ტექნიკისა და ხელსაწყოების იმპორტს, შუალედური ქიმიკატების, პლასტმასის და სიგარეტის იმპორტს. სანქციები ასევე კრძალავს ავიაციაში გამოყენებული ევროკავშირის საქონლის ექსპორტს, როგორიცაა საბურავები და მუხრუჭები.

სანქციები ასევე ეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უფრო მეტ პირს, უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში მოსკოვის რეფერენდუმის კენჭისყრაში მონაწილე პირებს და მათ, ვინც მონაწილეობს სანქციების თავიდან აცილებაში.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...