მთავარისიახლეებიერთი წელია მიდის სიკვდილის საფრთხეზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი, პოლიტიკური სპეკულაციაა -...

ერთი წელია მიდის სიკვდილის საფრთხეზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი, პოლიტიკური სპეკულაციაა – კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკური სპეკულაციაა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბარი. მისი თქმით, ამას არავითარი საფუძველი არ აქვს.

“ერთ წელიწადზე მეტია შესრულებული მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იქიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ არის რაღაც სიკვდილის საფრთხე, ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საქმე და ა.შ. ერთი წელია მიდის ამაზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი, არავითარი საფუძველი არ აქვს, შევიდა სახალხო დამცველი და დიაგნოზიც ვერ გამოიტანა ციხიდან, არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები”, – თქვა კობახიძემ.

მისი განცხადებით, სახელმწიფოს და სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხისმგებლობაა იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობაზე, და ეს ზრუნვა გაგრძელდება.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა “ვივა მედშია” გადაყვანილი, მიუხედავად ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. გუშინ ექმებმა განაცხადეს, რომ ის კიდევ უფრო დამძიმდა:

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...