მთავარისიახლეებიმსოფლიოდნეპრის მარჯვენა ნაპირზე უკრაინამ რუსეთის სუსტ წერტილს მიაგნო - რა ხდება ხერსონისკენ

დნეპრის მარჯვენა ნაპირზე უკრაინამ რუსეთის სუსტ წერტილს მიაგნო – რა ხდება ხერსონისკენ

Published on

სამხედრო სპეციალისტი კახა ესებუა, რომელიც “ფეისბუქსა” და “ტელეგრამზე” თავის შეხედულებებს აქვეყნებს უკრაინაში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომზე, ამჯერად ხერსონის მიმართულებით უკრაინელთა შეტევაზე წერს:

“ხერსონის მიმართულებაზე გარღვევა როგორც იქნა, მოხდა. მოხდა შედარებით მოულოდნელ ადგილას, ჩრდილოეთიდან, დნეპრის გასწვრივ. ამ მიმართულებაზე გარღვევა განხორციელდა კონტრ-ბატარეული ბრძოლის შედეგად, რადგან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე განლაგებული რუსული არტილერია უკრაინის ძალებმა კრეატიული ტაქტიკის გამოყენებით გამოავლინეს და შემდეგ მეტი სიზუსტის ხარჯზე გაანადგურეს.

ამან უკრაინულ ძალებს გაუხსნა ხელ-ფეხი სწორედ დნეპრის გასწვრივ შეეტიათ, სადაც რუსულ ძალებს სწორედ არტილერიის იმედი ჰქონდათ და ნაკლები ძალები ყავდათ. დნეპრის გასწვრივ შეტევის პარალელურად განხორციელდა შეტევა დავიდოვ ბროდის მხრიდან და კონტროლი დაწესდა არხანჰეკსკედან დავიდოვ ბროდში გამავალ მაგისტრალზე. თავდაცვა ჩამოიშალა და რუსული ძალებმა ალყის თავიდან აცილების მიზნით სწრაფად დატოვეს მთელი ეს ტერიტორია.

რომ წარმოიდგინოთ აღნიშნული გეოგრაფიული არეალი, ეს არის უბრალოდ სტეპი, ზღვის დონიდან 50-90 მ, მოსწორებული ადგილი, არც ხე, არც ბუჩქი (მხოლოდ დასახლებულ პუნქტებში). მხოლოდ მაღალი გადაყვითლებული ბალახი, სახნავ-სათესი მიწები და ალაგ-ალაგ სოფელი. აქ შეტევა ბევრად ადვილია ვიდრე თავდაცვა, რადგან შეტევა ყველგან შეიძლება განხორციელდეს, ყველგან თავდაცვისთვის კი საკმარისი ძალა არასდროს გეყოლება. სწორედ ასე დაკარგა ეს ტერიტორიები უკრაინამ ომის დასაწყისში და ახლა კარგავს რუსეთი.

ზოგადად, გეოგრაფიული ბარიერები უმნიშვნელოვანესია თავდაცვის ორგანიზებისთვის. უკრაინაში ხშირ შემთხვევაში ეს მდინარე არის ხოლმე, შედარებით დიდი მდინარე კი ამ რაიონში იჰულეცია, რომელსაც ახლა რუსული ძალები ნელ-ნელა ზურგით მიებჯინებიან.

უკრაინამ დიდხანს ეძება დნეპრის მარჯვენა ნაპირზე არსებული რუსული დაჯგუფების სუსტი წერტილი და საბოლოოდ, მიაგნო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თვეების მანძილზე ხდებოდა ამ დაჯგუფების საარტილერიო დამუშავება, მას მოსპობილი აქვს მყარი ლოგისტიკური მხარდაჭერა და შესაბამისად, ამ დაჯგუფების დამარცხება დროის საკითხია. მას შემდეგ, რაც დაზიანდა ანტონოვისა და ნოვა კახოვკას ხიდები, ეს დაჯგუფება განწირულია. თუმცა უკრაინამ კონტრშეტევის დასაწყისში ხერსონზე შეტევის სიმულირება მოახდინა, რუსეთი აიძულა მთელი მისი ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები ამ მიმართულებით გადაესროლა და ამ დროს ხარკოვის მიმართულებით გააკეთა გარღვევა.

მარტივად რომ ვთქვათ, მთელი ეს დრო, უზარმაზარი ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება უკრაინას ხაფანგში ჰყავდა მომწყვდეული ისე, რომ არც ადგილზე შეეძლოთ რამის გაკეთება და არც სხვა მიმართულებით მათი გადასროლა. იქ არსებული ოპერატიული კრიზისის შეჩერება არ იყო შესაძლებელი.

სოფლის დასახელებები, რომლებიც უკრაინელებმა აიღეს, ალბათ არაფერს გეტყვით და ალბათ არც ღირს ასეთი წვრილმანი დეტალების განხილვა ამ ფორმატში. მთავარი, რაც უნდა იცოდეთ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს რუსულ დაჯგუფებაზე არის შემდეგი:

• ეს დაჯგუფება, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ძირითად რუსულ ძალებს მხოლოდ 2 – ანტონოვსკისა და ნოვა კახოვკის (ჰიდროელექტროსადგურის დამბა) ხიდით უკავშირდებიან;
• ორივე ხიდი დაზიანებულია და მასზე მსხვილი ძალების გადასროლა და სრულყოფილი ლოგისტიკა შეუძლებელია;
• ყველა ლოგისტიკური მარშრუტი იმყოფება უკრაინელების საცეცხლე კონტროლის ქვეშ;
• ამ დაჯგუფებას შუაში ყოფს მდინარე ინჰულეცი, რომელზე არსებული ხიდიც ასევე დაზიანებულია;
• ამ დაახლოებით 30 ათასიანი დაჯგუფების, იქ არსებობის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს – ქალაქ ხერსონის კონტროლი და მოკოლაევი-ოდესის მიმართულებაზე შეტევისთვის პლაცდარმი;
• ამ დაჯგუფების განადგურება დროის საკითხია.

ამ ეტაპზე, უკრაინას ამ დაჯგუფების დნეპრს მიღმა გადარეკვის დიდი სამხედრო აუცილებლობა არ აქვს. ისინი იქ უსაქმოდ დგანან და არტილერიას თავს უშვერენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ დაჯგუფების სრულყოფილად, ტექნიკით ევაკუაცია მოხერხდა, მათი გადასროლა მოხდება სხვა მიმართულებაზე, რაც უკრაინულ შეტევას შეუშლის ხელს. თუ მათ ტექნიკა დატოვეს და მსუბუქად გადავიდნენ ხიდზე, ესეც არ არის მთლად სასურველი სცენარი, რადგან მხოლოდ პირადი შემადგენლობაც შეძლებს გარკვეული ეფექტის შექმნას სხვა მიმართულებაზე, იქ არსებული ტექნიკის გამოყენებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ თავმოყრილია ყველაზე ბრძოლისუნარიანი ძალები. ასე რომ უკრაინელებს აწყობთ ამ დაჯგუფების ლოკალიზება, შესაძლოა ინჰულეცის დასავლეთით არსებული დაჯგუფების განადგურება და ქალაქ ხერსონის გარშემო მათი შეკრება.

რუსები ყველაფერს იზამენ, რომ ხერსონი რაც შეიძლება გვიან დაეცეს მისი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე (ერთადერთი აღებული საოლქო ცენტრი ომის დაწყებიდან), შესაბამისად უკრაინა ამ ძალებს “დააბამს” ბევრად უფრო მცირე გეოგრაფიულ არეალში. ამით უკრაინა შეძლებს ფრონტის ხაზის მნიშვნელოვან შემცირებას, ძალების გამოთავისუფლებას და მის სხვა შეტევით ოპერაციებს ხელიც არ შეეშლება. შესაძლოა მსგავსი მეორე კერა ბერისლავთან, ნოვა კახოვკის ხიდთანაც შეიქმნას.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უკრაინა ხერსონის ოლქის დნეპრის მეორე მხარეს მდებარე ნაწილს ამ მიმართულებიდან ალბათ აღარ შეუტევს, რადგან დიდი შანსია იგივე ვითარებაში აღმოჩნდეს, რა ვითარებაშიც ახლა რუსები არიან. შეტევა ამის მერე მელიტოპოლის მხრიდან დაიწყება.

კახა ესებუას ანალიზი

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...