მთავარისიახლეებიჩემთვის მთავარია, ჩემი ძმა იყოს ჯანმრთელი, მივცეთ ადამიანს სიცოცხლის უფლება - გიორგი...

ჩემთვის მთავარია, ჩემი ძმა იყოს ჯანმრთელი, მივცეთ ადამიანს სიცოცხლის უფლება – გიორგი სააკაშვილი

Published on

“მოთხოვნა არის მკაფიო, რაც შეიძლება მალე მოხდეს მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფა” – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი და მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების დაშვებას და მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

“მოთხოვნა არის მკაფიო, რომ მოხდეს რაც შეიძლება მალე მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფა. ეს გულისხმობს იმას, რომ დროულად მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, ვინაიდან საქართველოში ვერ ხერხდება [მკურნალობა] , იმდენი დიაგნოზი აქვს, 15 თუ 16 დასმული. გუშინ ვიმყოფებოდი “ვივამედის”კლინიკასთან, ექსპერტი, ბატონი კობი, რომელიც არის ღვაწლმოსილი ექიმი, ნობელის პრემიის ლაურეატი აქ იჯდა და ელოდებოდა. ორშაბათიდან ელოდება, ორშაბათიდან იმყოფება საქართველოში. თითქოს დღეს 12 საათზე მისცეს უფლება რომ შესულიყო, ისევ მოვიდა და ისევ არ შეუშვეს. კიდევ ერთხელ მივმართავ ვისაც ეხება, მე არ ვიცი, ჩემთვის მთავარია, რომ ჩემი ძმა იყოს პირველ რიგში ჯანმრთელი, მივცეთ ადამიანს სიცოცხლის უფლება. რაც შეიძლება მალე მისცენ ექსპერტებს შესვლის საშუალება, რომ მალე დაიდოს დასკვნა, რომ მივმართოთ სასამართლოს, რაც შეიძლება დროზე ჩატარდეს სასამართლო პროცესი, მოხდეს სასჯელის გადავადება და მოხდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება…საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს შვილი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის მშენებლობაში, არ შეიძლება ასე “ვივამედში” ერთ პალატაში იმყოფებოდეს და სიკვდილს ებრძოდეს. რაც შეიძლება მალე მივცეთ საშუალება, რომ მან იმკურნალოს” – ამბობს გიორგი სააკაშვილი

შეგახსენებთ, კლინიკა “ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მეგობრები,ოჯახი და პარტიის წევრები იმყოფებიან ბოლო საათების განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...