მთავარისიახლეებიამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ ყველა ტყუის? - გიული ალასანიას პასუხი...

ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ ყველა ტყუის? – გიული ალასანიას პასუხი “ოცნებას”

Published on

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მოლოდინის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ გასცემს შესაბამის ნებართვას ექიმი კობისთვის, რომ ის კლინიკა ვივა მედში შეუშვან და ექსპერტიზა ჩაატაროს.

ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის?- ასე ეხმაურება გიული ალასანია “ოცნების” თავმჯდომარისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ალასანია ვივა მედში ცოტა ხნის წინ მივიდა, სადაც ის შვილს მოინახულებს.

“ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის? მე მქონდა ინფორმაცია, რომ გუშინ თითქოს დათანხმდნენ რომ ეს ადამიანი უნდა შეეშვათ, მიეცათ ლიცენზია, ველოდებოდით, რომ მოხდებოდა მისი შეყვანა დაჩქარებული ტემპით, ხომ არის ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა როცა ჯანმრთელობას ეხება არა? როგორც ჩანს არაფერი აღარ არსებობს საერთოდ. ისე დამთავრდა დღე, რომ შედეგი ვერ მივიღე და დღეს ვიგებ, რომ არც ყოფილა დადგენილება და დოკუმენტი არ არსებობს” ამბობს გიული ალასანია.

ნობელიანტი ექიმი კობი უკვე რამდენიმე დღეა ჯანდაცვის სამინისტროსგან ნებართვას და პასუხს ელოდება მიხეილ სააკაშვილის პალატაში შესასვლელად. დღეს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...