მთავარისიახლეებიმსოფლიოვიწყებთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს და მივიყვანთ ბოლომდე - არახამია

ვიწყებთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს და მივიყვანთ ბოლომდე – არახამია

Published on

ჩვენ ვიწყებთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს და მივიყვანთ ბოლომდე – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი, დავით არახამია აქვეყნებს.

არახამიას ცნობით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარს უკვე 11 წევრი სახელმწიფო უჭერს. მისი თქმით, პროცესი დაწყებულია და უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.

“ჩვენ ვიწყებთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს და მივიყვანთ ბოლომდე – ჩვენი ოფიციალური განცხადება უკვე ნატოს შტაბ-ბინაშია, ბრიუსელში.

მანამდე, 4 მარტს, საშინელი ამბების მწვერვალზე, პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ომის დასრულებამდე ნატო-სა და ევროკავშირის წევრები გავხდებოდით.

სიმართლე გითხრათ, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი. ომამდე, არაფორმალურ შეხვედრებზე, დასავლელი ელჩები, ჩანაწერების გარეშე, პირდაპირ ამბობდნენ, რომ არ სურდათ რუსეთთან დაპირისპურება ჩვენი განზრახვების გამო.

მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, რისი გაკეთება შეეძლო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დაწინაურებულ „მსოფლიოს მეორე არმიასთან“. დღეს უკრაინა საერთაშორისო ასპარეზზე სულ სხვა მასშტაბის მოთამაშეა. პრეზიდენტი ზელენსკი ლიდერობს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში. დასანანი იქნება, არ ვისარგებლოთ მომენტით და არ ვეცადოთ, მივუახლოვდეთ კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს და რეკორდულ დროში გავხდეთ ნატოს წევრი.

პროცესი დაწყებულია, უკან დასაბრუნებელი გზა არ არის, ვიღებთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოპოვებისას მიღებულ სამუშაო გამოცდილებას და წინ მივდივართ ნახტომებით.

უფრო მეტიც, ჩვენ მარტო აღარ ვართ. 11 ქვეყანამ საჯაროდ დაგვიჭირა მხარი, მათ შორის:

კანადა
პოლონეთი
სლოვაკეთი
ჩეხეთის რესპუბლიკა
რუმინეთი
ლიტვა
ესტონეთი
ლატვია
ხორვატია
მონტენეგრო
ჩრდილოეთ მაკედონია
ჩვენ ვაგრძელებთ ხმების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს მიზანს. მაშინაც კი, თუ ჩვენი მიზნები ვინმესთვის არარეალური ან ძალიან ამბიციური ჩანს. სამყარო შეიცვალა. ჩვენ შევცვალეთ. და ამ სამყაროში ჩვენი ქვეყანა დაიკავებს ღირსეულ ადგილს.”- წერს დავით არახამია Telegram-ის არხში.

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...