მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილს კვლევისთვის ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს

მიხეილ სააკაშვილს კვლევისთვის ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტს თმის, ფრჩხილისა და კუნთოვანი ქსოვილის ნიმუში აუღეს, რომლებზეც ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება. უცხოელ ექიმს მედიასთან არ დაუზუსტებია თუ რა მიზანს ემსახურება ბიოლოგიურ მასალაზე სამომავლო კვლევა და სად ჩატარდება ის.

სპეციალისტები ამბობენ, რომ გამოკვლევა FBI-ის სტანდარტების იქნება. მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი თქვა.

“საჭმელიც და ესეც, ყველაფერი, დაკავშირებულია ბუნებრივია რაღაც ხიფათთნ, ამბობს, რომ გაირკვეს რა დიაგნოზი მაქვს, და ამის შემდეგ იქნებ მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალოს და რაღაცაზე ჩამოყალიბდნენ”, – თქვა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, კვლევები ნერვოლოგმა მოითხოვა, კვლევის შედეგები კი 4-5 დღეში გახდება ცნობილი. დღის ბოლოს მესამე პრეზიდენტის უცხოელი ექიმ-ექპსერტები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...