იენს სტოლტენბერგმა უკრაინის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად მიიღო – იგორ ჟოვკა

0
155

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვა ავრცელებს.

“დღეისთვის ნატოს გენმდივანმა ოფიციალურად მიიღო ეს განაცხადი, უკრაინისგან ნოტის სახით. შემდეგი ეტაპი იქნება ამ განაცხადის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დონეზე განხილვა, ანუ ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩების დონეზე”, – განაცხადა ჟოვკვამ.

მისივე თქმით, დაჩქარებულ პროცედურაში უკრაინული მხარე ნატოში ინტეგრაციის გაგრძელებას სამოქმედო გეგმის, MAP-ის გამოყენების გარეშე გულისხმობს, რომელიც აქამდე ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი იყო”

ცნობისთვის, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს.

წინა სტატიასაქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახდეპის მდივნის მოადგილე ჩამოვა
შემდეგი სტატიამობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 700 000 ადამიანმა დატოვა – Forbes
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური