მთავარიUncategorizedძალიან მძიმე მდგომარეობა იყო -სააკაშვილის უცხოელი ექიმები პრესკონფერენციას გამართავენ

ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო -სააკაშვილის უცხოელი ექიმები პრესკონფერენციას გამართავენ

Published on

კლინიკა “ვივა მედში” მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად უცხოელი ექსპერტები მივიდნენ. მიხეილ სააკაშვილთან შესვლა ექიმი ლაჰანსა და ექიმი კობის სურთ. გარდა ამისა, კლინიკაში მივლენ “ემპათიას” ექსპერტებიც, რომლებიც დასკვნაზე მუშაობენ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ გუშინ სასამართლო პროცესის პალატაში ჩანიშვნის შემდეგ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

“გადაწყვიტა ბატონმა კობიმ რომ აქ დაელოდება, მისაღებში ამ ნებართვას, გარდა ამისა, მოვა ქართველ ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ამერიკელებთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას. ის რაც მას გუშინ განუვითარდა სასამართლოს მიერ ჩატარებული უკანონო ქმედების შედეგად, ეს შეიძლება შეფასდეს მხოლოდ უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობად. ჰქონდა რაღაც საშინელი შეტევა, აკანკალებდა, ცივი ოფლი ასხამდა, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, არა თუ სააკაშვილი, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში”, – თქვა ხაჭაპურიძემ.

კლინიკაში მივიდა ამერიკელი ადვოკატიც, რომელიც სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის საელჩოში გამართავს შეხვედრას. დღის ბოლოს მესამე პრეზიდენტის უცხოელი ექიმ-ექპსერტები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...