მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელებმა ლუგანსკის ოლქის საზღვარი გადალახეს და ლისიჩანსკთან გამაგრდნენ

უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქის საზღვარი გადალახეს და ლისიჩანსკთან გამაგრდნენ

Published on

უკრაინის არმია ისევ ორი მიმართულებით აგრძელებს შეტევას, რუსი პროპაგანდისტები და სამხედრო პირები კი დაბნეული არიან, რადგან არ იციან, რომელ მხარეს მიაქციონ მეტი ყურადღება.
მოკლედ გადავხედოთ, რა ხდებოდა ომის 222-ე დღეს:
უკრაინის არმიამ გადალახა ლუგანსკის ოლქის საზღვარი და ლისიჩანსკის მისადგომებთან გამაგრდა.
წინასვლაა სვატოვეს მიმართულებითაც ხარკოვის ოლქიდან, იზიუმისა და კუპიანსკის გათავისუფლების შემდეგ მდინარე ოსკილის მარცხენა სანაპიროზე შექმნილი პლაცდარმიდან. უკრაინის არმიამ დაიკავა დასახლებები ბოროვა და შიიკივკა. რუსები იქ ფრონტის სტაბილიზაციას ვერ ახერხებენ.
უკრაინელები მიადგნენ და ესვრიან ქალაქ კრემინნასსაც, რომლის აღების შემთხვევაშიც იხსნება გზა სვატოვესკენ სამხრეთიდან და რუბეჟნე-სევეროდონეცკ-ლისიჩანსკისკენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.
თუმცა, სვატოვეს ტრასაზე გასვლა კრემინნას დაკავების გარეშეცაა შესაძლებელი, დასახლება კრასნოპოპივკის რაიონში და რუსები შიშობენ, რომ უკრაინელები სწორედ ასე მოიქცევიან. დროს არ დაკარგავენ ქალაქის ასაღებად და ლიმანის დეოკუპაციის შემდეგ გამოთავისუფლებულ სამხედრო ნაწილებს პირდაპირ სვატოვესკენ დაძრავენ კუპიანსკის დაჯგუფებასთან შესაერთებლად.
ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს დროში ლუგანსკის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლებაა მოსალოდნელი. იმ ლუგანსკის ოლქის, რომლის მიერთების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციასაც რუსეთის დუმამ დღეს დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება ხერსონის ფრონტს, უკრაინის არმიის გუშინდელი გარღვევის შემდეგ, ამ დროისთვის იქ მდგომარეობა უცვლელია. ბრძოლა მიმდინარეობს დასახლება დუდჩანისთან. უკრაინელები უტევენ ასევე დასავლეთიდან დავიდოვ ბროდის მიმართულებით.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...